Litclub.ge

იესო მივლიდა ლოცვებით
                                                  მოვედი დედაო,
                                                  მხდალი და ფერკმთალი...
                                                   
                                                          ნუციკო დეკანოზიშვილი



დედაო,ცოდვებმა მომტეხეს,
გეხვევი,
გიყურო აქედან, როგორი ძნელია,
სხეულში გახნილი ვნებების  გლიცინი
წვეთობით დავლიე...ცხოვრების გერია

სიმშვიდე,რომელსაც ვერ ვგუობ,
კალთაში
თავს გიდებ, დედავ და 
მითხარი სასწრაფოდ,
რომელი შვილი გყავს ყველაზე ცოდვილი,
რომ ჩემი თავი მას დაღლამდე ვადარო.

გავედე  ტკივილებს და ისე მოვედი,
ათასჯერ ნათქვამი,განახო ერთხელაც,
დედაო,იესო მივლიდა ლოცვებით,
ცით  ნაბოლარა ქალს,
მსვამდა წინ მერხზედაც...

უღმერთო, 
ხანდახან ლოცვებსაც გვერდს ვუვლი,
მე სხვებზე ჯიუტი გზას ვღლიდი შენამდე,
ფეხებს წინ ვდგამდი და 
თავს უკან ვრჩებოდი,
ეშმაკი მჯობნიდა კოჭებზე შევატვყე...

დრო ხელზე მემთხვევა, 
სამყაროს ჯენლტმენი,
საკენკად დაყრილი ცოდვები დამფრაკავს,
დედაო,
ამ გამცვდარ სხეულს ვერ ველევით,
არ გაგდებთ შვილები ხანდახან არაფრად.