Litclub.ge

*** "სარკმელში უკვე შეიმღვრა დილა"
სარკმელში უკვე შეიმღვრა დილა,
მამლის წყვეტილი მაყრულიც ისმის,
შენი სახელი მოცოცავს რბილად
და ნაკვალევი მაჩნდება მისი.
შენ კი, ო, შენ კი, როგორ იძინებ,
როდესაც ჩემთან მეფდება სევდა,
როდესაც ჩემი წამწამის ქიმზე
ღვთით მოდენილი წვეთები სხედან...