Litclub.ge

ერთხელ მეც გამსგავსე საბედოს
ფრთებს რომ შლი, წამოფრენისას,
როცა მოგიჩანს ტანი,
პეპელავ, როგორ გიხდება
ატლასის სარაფანი.
თუ გიფიქრია, თქვი, ვისმა
ხელმა მოგხატა ასე,
რამდენმა ქალმაც არ იცის
თავისი სილამაზე,
იქროლე, მეტი თუ არა,
არც ნაკლები ხარ სხვაზე!