Litclub.ge

ობოლი გოგონები
მერე უცებ გაეპარა თვალს მაისი
და გამოჩნდა საფლავი და კიპარისი...
იწურება გულის გული მოგონებით,
მაგრამ გული ტირილშიაც მორცხვია...
და ობოლი გოგონები
დედის კაბებს
კეცავენ და კოცნიან.