Litclub.ge

*** "სული სევდას მისცემია"
სული სევდას მისცემია,
დამასუსტა ძველმა სენმა...
აბა, ცრემლი რის ცრემლია,
თავი თუ არ შეგახსენა?
შველა გამორიცხულია!
სიო მექცა გრიგალადა...
აბა, გული რის გულია,
ერთხელ თუ არ გიღალატა?