Litclub.ge

იყო! არის! იქნება?
იყო: ამაყი, დიდებული, დაფასებული,
დავითფერული, ვახტანგური, საბასებური.
არის: მორჩილი, გათანგული, გაბეზრებული,
გავაჭრებული, გაყიდული, გაბაზრებული...
ღმერთო, მაღირსე საქართველო - გაბრაზებული!