Litclub.ge

*** "რატომღაც გვიან ამჩნევენ დედებს"
რატომღაც გვიან ამჩნევენ დედებს
და უნებლიედ კარგავენ იქვე,
რატომღაც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ
უწერენ დედებს ლექსებს და წიგნებს
და უმოწყალოდ სწყევლიან ღმერთებს,
რომელიც გულმა უარყო დროზე,
და მაინც, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ
უდგამენ ძეგლებს გმირებს და მგოსნებს.
მერე ძეგლებით სავსე ქალაქებს
უარესები
უალერსებენ,
ყველაფერს თავის ნებით განაგებს
გამარჯვებული უმრავლესობა.
ადრე მდიდრდება მათი მელექსე,
რადგან სიმართლე ალაპარაკებს,
ხოლო ისინი განვლილ დღეებზე
ან კარგს ამბობენ,
ანდა – არაფერს.