Litclub.ge

კოლხეთი
სად იბუნდება ცა ოცნებებით,
მყუდრო ფშანებში ჩამოქცეული,
სად ლანდებივით კრთებიან მთები,
მუდამ იცოცხლებს ჩემი სხეულიც.
ჩემი სიცოცხლე შენში მდინარებს.
ფოთოლივით ვერ ჩამოგშორდები,
სადაც ვერხვები დაციალებენ
გაყვითლებულ და მშიშარ ფოთლებით.
კოლხეთო, ჩემში ჩამდგარო მდორედ!
შენ ვერასოდეს ამოგრეცხავენ,
სადაც რიონის ტალღა აზმორებს,
სადაც ვდარდობდი წასულ მერცხალზე.