Litclub.ge

ვერ დაგიხატე
ვერ დაგიხატე, დედა, სამოთხე,
ამოვსებული მზით და ჩიტებით,
ზეცა ვერ იტანს სულს მეამბოხეს,
ჩემს მძიმე ბედზე ნუ დაფიქრდები.
ვერ მოვუსმინე ბაღების შრიალს,
მის ოქრორეულ წყნარ მდინარეებს,
დაკარგულ ზეცის დარდი დამყვება
და ეფინება ბინდი არეებს.
მაგრამ ოცნება მამაღლებს ცამდე,
ამ ოცნებისთვის მუდამ ვისჯები,
რადგან სამოთხის დახატვა ვცადე,
ამოვსებულის მზით და ჩიტებით.