დგას ნარიყალა და მეჩვენება
ის მეწამული ცეცხლი ბრძოლების,
მხედრები ქოჩორგაჩეჩილები
და ცრემლიანი სულისსწორები.
რეკავენ ქარში სამრეკლოები
და ნახანძრალში ყრმები ტირიან,
ჩამოქუფრული ღრუბლის რგოლები
კლდეზე შესხმული ჩემი ტვინია.
თუ კარი იყო _
დღესაც მტრისათვის
რკინის ურდულით ჩაკეტილია,
თუ გული იყო,
გულადვე დარჩა,
თუ ტინი იყო,
ისევ ტინია.
მე ვმღერი ახლა,
არა მაქვს ცრემლი,
რადგან წინაპრებს
არ უტირიათ...