Litclub.ge

*** "შენ უნდა დაგენგრია ჩემი ქოხი"
შენ უნდა დაგენგრია ჩემი ქოხი,
რომ სასახლე დამედგა.
წყალს უნდა გაგეტანებინე,
რომ ხიდები ამეგო.
შენ უნდა გასულიყავ
ჩემი თვალსაწიერიდან,
რომ მუდამ შენთვის მეცქირა.
არ უნდა გამეგონა შენი ხმა,
რომ გალობად მომესმინა.
აღარ უნდა დამენახა შენი თვალები,
რომ ცისფერი გამხდარიყვნენ.
არ უნდა მომხვეოდა შენი მკლავები,
რომ ფრთებად ქცეულიყვნენ.
არ უნდა მეხილა შენი სიარული,
რომ ფრენა გცოდნოდა...
ჩემად არ უნდა მდომოდი,
რომ ჩემი ყოფილიყავ.