მზე ჩაესვენა მთებში სათუთად.
კვდებოდა დღეც და იცვლიდა რჯულს დანანებითა.
მიწა გაყუჩდა, დადუმდა...
ჩუ! გამოდის ღამე უფლისციხის ტალანებიდან.
ჩავიდა მზე!.. არ ესმის ზოგს
და მიტომ გითხარ, რომ უსტვენდი აგრე ნებივრად _
გაყუჩდი, გრძნობ?
ღამე გამოდის უფლისციხის ტალანებიდან...