მე მთაზე დამრჩა პატარა ოდა,
კარგი დილა და კარგი ამინდი,
ოდას ლამაზი პარმაღი ჰქონდა
და ხავსიანი ეწყო კრამიტი.
მათრობდა ჩემი სოფლის ჰაერი
და ზეცა ელვით გადახეული,
მათრობდა ჩემი ეზოს ჩხავერი,
ოდის ბირკვილზე გადახვეული.
მე სიყვარული უზომო ვიცი
და ამისათვის მამულს გეძახი,
სიტკბო და მადლი ქართული მიწის _
შენ ხარ ვენახი!