Litclub.ge

გულის ნაწილი
გაუსაძლისი გახდა ედემი
მნათობით ცივით,
ცით მეწამულით.
შენ ერთი მაინც მეიმედები,
მამხნევებს შენი შიბის წკარუნი.
გამომიწოდე საშველად ხელი
და ამაცილე რისხვა ქარ-წვიმის,
ბოლოს და ბოლოს ნეკნი ხარ ჩემი,
ნეკნი კი არა, გულის ნაწილი.