იყო თურმე
ერთი ქალი
ლამაზი და
მკერდფიქალი...
მერე, თურმე,
ვით წესია,
დარქმევია
დედოფალი...
მერე, თურმე,
ბარეორჯერ
ავსებია
ცრემლით თვალი...
ამიტომაც
დასტყობია
დარდისა და
სევდის კვალი...
....................
_ აბა, კარგად მოიგონე! _
ხომ არ გახსოვს
შენ ის ქალი!?..