Litclub.ge

ხოჯა
ჩვენი გადაქცევლი რჯულის ბრალია,რომ ასე გამოლომპრილი და ჯიგარგამოჯანდრილები დავრჩით დუნიაზე.ძალვან ძნელია, ჯამიკარზე ლოცვილობდე და ზეჲდან ქილისეჲს ჩრდილი გებუროს.რაფერ არნა დეგეთუთქოს გული,როცა იცი,რომ შენი გვარის კაცები ოდესღაც მღვდლები იყვენ,შენ კი ხოჯა ხარ.ახლაც აბდესხანაში ვზივარ და ქილისეჲს ეზოჲდან ჩამოდინებულ წყალში ვიბან ფეხებს...ეს გზა მე არ იმირჩევია,ხოჯები მას მერე გავხდით,რაც ხალხის და ქილისეჲს გადარჩენის მიზნით ჩემმა დიდმა დედემ მღვდლის კაბა გეჲზრო და ყურანის კითხვა დეჲწყო...მას მერე დატრიალდა ჩვენი ოჯახის ჩარხი უკუღმა და დღემდე ვერ გიგვიგნია,ცოდვა ევკიდევით ამით თუ მადლი.მარა,დიდნენეჲს თავშალში გამოკოჭვილ ქილისეჲს გასაღებს და ხატებს ვფიცავარ,წარსულში დაბრუნება მინდა.