Litclub.ge
რთველი
ისე სათუთად ეხება ხელით,
ვერ გამიგია ზვრებს, რომ გავყურებ,
მწიფე ყურძენს წყვეტს ნამდვილად გლეხი,
თუ შემოდგომას პარავს საყურეს?!