გარეთ ქარია. დეკემბერი უკრავს ჭიანურს.
და თეთრ ქალწულებს გაუმართავთ მინდვრად ბალეტი.
ჩემს ოთახში კი ფავნი ლოშნის დამთვრალ დიანოსს.
და ეშმაკურად იყურება ლურჯ სათვალეთი.
მე ყაჩაღივით მაფრინდება მუხლებში დამბლა
და გახურებულ მარწუხებით ალურჯებს ძარღვებს.
უცნაურ ფიქრმა ხერხემალი სულ დამიდამპლა.
თავის ქალასაც ეს ფიქრები მალე გაარღვევს.
და მეშინია. მეშინია, ო, მეშინია.
ჩემი სახელი გუშინს აქეთ სულ მავიწყდება.
ცივდება ტვინი. სისხლის ჩქეფაც მალე მისწყდება.
მე კარგად ვიცი ეს რა არის, რისი ჟინია.
წუხელი ღამით ეს თითები ვერხვისფოთლობდნენ.
ღებავდა სისხლი მოღალული ტუჩების მარჯანს.
სუსტი თვალები შავ სტრიქონებს ვეღარა ფლობდენ
და მე ვფიქრობდი, რომ ეს კვირა არ გადამარჩენს.
ვუცდი და ველი - ბედი როცა დამაყირავებს
და ამ ქვეყნიდან გამისტუმრებს თქვენი არული,
როცა გამყვება პროცესია მე ბულვარული
და მელოტები მოიხსნიან გადამსკდარ თავებს.