Litclub.ge

მინდორი

...


მე  ვარ  მინდორი, მესევიან  დღისით  ფუტკრები,
ყვავილებიდან  აგროვებენ  მტვერს  და  ზუზუნით
მოფრინავენ  და  როგორც  სკაშიდაღლილ  ხელებზე
ჩემი  ტანიდან  წამოღებულ  მტვერს  გატოვებენ.
და  მერე  ყველა  სიტკბოს უკვე სისხლის  გემო  აქვს,
მერე  ჩემს  თაფლში  გეწებება  ცხელი  თითები.

და  ვამბობ-
მე  ვარ  მინდორი  და  მუხლზე  დაეშვი.
ვამბობ-
ქარია. მოდი  ახლოსრომ დავიმტვერო.
და  გამრავლება - ეს  მარტივი  არითმეტიკა,
და  სიყვარული-ჩვენ  ლამაზადსინქრონულად  რომ
გადავანაცვლეთ  ციფრები  და  როგორც  ასი  წლის
გაბეზრებული, ნაჩხუბარი  დღისით  ცოლ-ქმარი,
ერთი  ქალაქის  ორი  სახლის  ორ  ცივ  საწოლში,
ერთმანეთისგან  ზურგშექცევით  ისევ  დავწექით.
და  შენ ვერასდროს  მოიფიქრერომ  ერთხელ  ჩემთვის,
ყელთან ჩაშლილი თმა  ტუჩებით გადაგეწია.

თენდება  და  შენ  ამოსული  მზით  ჟონგლიორობ-
ატრიალებ  და  ზოგჯერ  მხრებზეც  გადაიტარებ.
თუ  ჩაგივარდა  და  გაგორდა- ბურთი  კარშია!
თუ  ჩაგივარდა  და  გაგიტყდა- აღარ  მინატრო,
რადგან  მომბეზრდა ეს ლოდინი  და -გვერდს  ვინაცვლებ
რადგან  მომყირჭდა  ეს  ცხოვრება-და  სულერთია
ვდგავარ  მიწაზე, თუ მაღლა  ცას  გამოვეკერე
და ერთხელ მაინც  სიახლოვე  ღმერთთან  შევძელი.

და  როგორც  ყველა  ზღაპარშია- სამად ვიყოფი-
ცად, მიწად, და  იმ  მესამე  გზადრომ ვერ ავხსენი,
უკვე  ვინანეთუ  ჯერ  მხოლოდ  გადავუხვიე...

ჩემი  სხეული  მინდორია. დღისით  ფუტკარი 
მახვევია და  ნაპრალებში  ღამით  გველები
იგრაგნებიან და  ისეთი  ცივი  კანი  აქვთ,
იგრაგნებიან  და ისეთი  გლუვია  ტყავი-
ყველა  ნათქვამი ტყვიასავით  აისხლიტება
და  რიკოშეტით
ერთხელ  ვინმეს  ბრმა  სიტყვა მაინც
გახვრეტს  საძილე  არტერიას და -
გადავხმები.

ჯერ კი ვწევარ და  წყალდიდობა  ტანში  მეწყება,
ვწევარ. მუცელში  მოქცევაა  და  ნაპირებთან,
მიმოფანტული  ქვირითივით დგანან ბავშვები
მდუმარედ. მყიფე  ნიჟარები ისე  უჭირავთ,
თითქოს  ძვირფასი  ვიტრინიდან ამორჩეული 
ხის  ცხენი, ანდა  ჯარისკაცი, ანდა თოჯინა,
ვიღაცამ მხოლოდ ერთი  ღამით  გამოატანა
და  ვამბობ-
მოდი  ჩემთან, მიწა  უკვე დაიძრა.
და  ვამბობ-
მე  ვარ  მინდორი  და  ვისი  სულიც  გსურს,
მუხლზე  დაეშვიშემოდი  და-
გადაარჩინე.