Litclub.ge
მერცხლის სიმღერა
დავჩეკე წვრილი ბარტყები,
დამეზრდებიან მალეო;
იფრენენ, იჭიკჭიკებენ
ლაღად დღესა თუ ხვალეო.
კატავ, შე ამოსაგდებო,
ცოტა ხანს დამაცალეო!..
რა გინდა? რას მეპარები?
დედა ვარ, შამიბრალეო!
1906 წ.