ლექსად იწვოდა გალაკტიონი
მთვრალი ღიმილით, ქალის თვალებით,
ზეცას შესთხოვდა გალაკტიონი
და დუდუნებდნენ მცხეთის ზარები.
იდგა, ვით ღმერთი გაფითრებული . . .
--- დიდი სანთლები ენთო სიონში - - -
წვერმოშვებული და ბუმბერაზი
მეფე პოეტი - გალაკტიონი.
ლექსად იწვოდა მუზების ღმერთი,
მთვრალი ღიმილით ასდევდა ქუჩებს,
არ მოელოდა არვისგან შველას,
არ მოელოდა არვისგან ნუგეშს.
და იდგა დიდი სანთლებით ხელში,
ერთად იწვოდნენ ის და სიონი,
გაფითრებული და მოცახცახე
მეფე პოეტი - გალაკტიონი.