მაშინ წამოვა თეთრი და სალუქი ფიფქი,
თმებში ჩამეწვნება, როგორც ყვავილები
და მე ამ თოვლივით ფერმკრთალი, მშვიდი,
ბოლო გადასახედს ნელა გავუყვები.
იქნება პროცესია მშვიდი და უცრემლო,
არავის არ მოვთხოვ შეცოდებას,
ვიქნები ზვიადი, ამაყი დედოფალი
და შენთან მოვა თეთრი მოგონება.
ალბათ, გამაცილებ ბოლო სადგურამდე
და არ ჩამორჩები მატარებელს,
შეგრცხვება ცრემლის და გაბოროტებული
მთრთოლავ თითებში ჩასრეს სიგარეტებს.
და მაშინ წამოვა სალუქვი ფიფქები,
თმებში ჩამეწვნება როორც ყვავილები,
შენ მოხვალ მდუმარე და სევდით დაზაფრული,
მოხვალ და უცრემლოდ ატირდები.