Litclub.ge

* * * "ვგრძნობ, სულში როგორ იღვიძებს"
ვგრძნობ, სულში როგორ იღვიძებს,
ვით გაზაფხულზე ყვავილი,
ჩვილი ბავშვივით ტიტინებს 
და ბრწყინავს დილის ნამივით,
ჯერ უხილავი, უთქმელი,
არგამხელილი, მალული,
შენი თვალების სინაზე
და დარდი გადამალული.