Litclub.ge

მინდა ხმამაღლა მიკითხავდე "გოქსუს"
/ვუძღვნი ჩემს მეგობარს/ 
 
მინდა, ხმამაღლა მიკითხავდე "გოქსუს"
ან "მე და ღამეს"
ან ლუის ბორხესს...
ყველაფერ იმას, რას შენს სულს ავსებს
ან უფრო მოკლედ -
იმას, რაც შენია და ვაქციე ჩემად....
და მხოლოდ მე მესმოდეს შენი დუმილის ენა .....
მინდა, შენს მკერდზე თავმიყრდნობილი
ვუსმენდე შენს გულისცემას - ჩემი სურვილის ექოს
და ცხელ ხელისგულებში მქონდეს სახე მოქცეული....
შორეული ზღვის სანაპიროდან
მონაბერი მლაშე ჰაერი კი მეფერებოდეს,
მზე კანს მიწვავდეს
და ვგრძნობდე შენი სხეულის სითბოს....
გახსოვს?
გითხარი:
მინდა, ხმამაღლა მიკითხავდეო "გოქსუს"...
და შუაღამეს
ვარსკვლავი რომ ჩამეწნა თმაში,
შენი ხმა მომწვდა....
და მეც დავიჯერე.