Litclub.ge

* * * "მინდა, გავფრინდე შორეულ ქვეყნებში"
მინდა, გავფრინდე შორეულ ქვეყნებში
და შევიბნიო გულისპირზე დაბნეული
ცისკრის ღიმილი შენი თითებით,
მინდა, გავექცე ამ ქვეყნიურ სევდას და ტკივილს,
ჩამოვხსნა ნიღაბი ყველა მათხოვარს
და გავაშიშვლო მათი სული,
ჭაობივით ამოუცნობი და 
ისეთივე, როგორც ჩვენი არსებობა.
მე ხომ ცხოვრებას იმ თამაშს ვეთამაშები,
რომელიც არასოდეს მითამაშია
და ხელისცეცებით მივყვები ბილიკს
ჩემი დასასრულისაკენ...
წინ კი ეშმაკი მიმიძღვის მაცდური ღიმილით
და თავისი სამოთხისაკენ მეპატიჟება.