რო დაჰკრავს სიკვდილის ჟამი
გული რო აფრიალდება,
სული რო ღმერთთან წავალის
ხორცი რო გატიალდება,
ტიალი წუთისოფელი
სხვისთვის ხო გამზიანდება.
საოცარია მართლაც ბუნება:
წიფლის ბოლოში დიდი მუხა დგას,
წიფლის თავში კი ხმელი ასკილი...
ალაგ-ალაგ
ქარიც დადუმდება,
გაყუჩდება
და ყურს მიუგდებს...
მერე ატირდება,
ატირდებააა-
რაზე,ვინ იცის?
1995წ.