Litclub.ge

მგლები

იყივლა თეთრმა მამალმა
ღამემ დაიწყო კლება,
იანვრის ტყეში გაბმული
ყმუილი მორთეს მგლებმა.
ასეთ დროს, ხელაღებული
კაცი ვინ გავა გარეთ,
მაღალ მთებს ზემოთ მკრთომარე
შიშით ცახცახებს მთვარეც.
შიმშილით დაოსებული
გაბმით ყმუიან მგლები,
ქვეყანა მაინც დიდია
ერთხელ ვიღაცა ვცდებით.


1995წ.