Litclub.ge

მოდი მოვრიგდეთ
ზეცას გავურიგდი სიკვდილზე,
ამინდს უშენობა დაეტყო.
ვგავარ ფრთაშელეწილ დონ კიხოტს
თუმცა-არაფერი საერთო.

როგორ დამემსგავსნენ ლექსები,
დაგვდევს ტკივილი და სიმთვრალე.
ერთ დროს მეც ღრუბლებზე ვიჯექი
მერე დავენარცხე მიწაზე.

ახლაც სული ისე მაწვალებს
ვფიქრობ , ვენებიდან გავუშვა.
რადგან პოეტი ვარ ღმერთებო,
მოდით, თვითმკვლელობა დავუშვათ.