ავი ძაღლივით ჩამომჯდარა ზამთარი კართან,
ნოემბრის ბოლო დღეებია... სიცივე მიღრენს.
დროგამოშვებით იკაპიწებს თოვლიან კალთას
ხის ტოტები და ვეღარ მალავს მოყინულ სიღრმეს.
უდროო თოვლმა შეიტანა ამინდში წვლილი
(მეც ძველებურად დასაწერად ვპოულობ მიზეზს),
ღვთის თვალებივით ამჩნევია ხეს შაშვის წყვილი
და მშვიდი სახით ჩამომდგარი ზემოდან მიმზერს...
24 ნოემ. 2011 წ.