Litclub.ge

ციკლოპი

მე თქვენ შეგყურებთ 
იმ ერთი თვალით, 
რაიც მრგებია განგების ძალით - 
სამდურავს მაინც ვერ ვეტყვი არსს. . .
რომ ყოფილიყო 
მოწყალე ღმერთი 
და ასი თვალი 
მოეძღვნა ჩემთვის, 
თქვენ მოგაპყრობდით 
ასივე თვალს! 


1830