Litclub.ge

შენ დამიფარე, ჩემო თილისმავ...

შენ დამიფარე, ჩემო თილისმავ, 
მაშორე ღელვის, განდევნის დღენი. 
როდესაც გავხდი მფლობელი შენი, 
დღე მედგა ტანჯვის და სახმილისა. 

ზღვა ბობოქარი თუ გამირისხდა, 
თუ გადმოსკდება ტალღების გრეხით, 
იფეთქებს ელვა, იჭექებს მეხი, 
შენ დამიფარე, ჩემო თილისმავ. 

მელის სიმშვიდე მყუდრო ბინისა, 
თუ მგზავრობა და ქვეყნები ვრცელი, 
ან თუ ფიცხელი ბრძოლები მელის, 
შენ დამიფარე, ჩემო თილისმავ. 
ტკბილი ზმანება სიყმაწვილისა, 
ბავშვური სულის მნათობი წმინდა. . .
ჩამიქრა იგი. . . მომიცვა ბინდმა. . .
შენ დამიფარაე, ჩემო თილისმავ. 

ნუ გამახსენებ ჟამს ტკივილისას, 
არ მასვა შხამი, არ გამიმეტო. 
მშვიდად, სურვილო, დაცხრი, იმედო, 
შენ დამიფარე, ჩემო თილისმავ. 

 

1825