ყვავილი მხმარი, სუნმიღებული
წიგნს იდვა სრულად დავიწყებული.
მისმან დანახვამ მყისად აღმივსო
მიმოგონებით გული ვნებული.
ნეტარ ეს მდელო სად ყვავებულა,
დიდხანამც შლილა, როდი მორთულა?
უცხოს თუ მცნობის ვისიმე ხელით,
და რას მიზეზით აქ შთადებულა?
საგონად ტკბილის ერთის შეყრისა,
თუ ნიშნად მწარის მოშორვებისა:
თუ მყუდროთ ველთა და გრილთ ტყეთა შინა,
სახსოვრად მარტოდ რონინებისა?
ნეტა არიან სადმე ცოცხალი
ამის მომწყვეტი კაცი და ქალი?
თუ, გლახ, ისინიც ესრეთვე მჭკნარან.
როგორც ეს მდელო არის მიმქრალი?
1828