Litclub.ge

მეოცნებეს


                                                                                        ვ. კ. კიუხელბეკერს

 

მწარე ვნებაში შენ ნახულობ სიამოვნებას, 
შენ მოგწონს მწარე ცრემლების დენა. 
ამაო ცეცხლით, მხურვალებით არ ღლი გონებას
და გულში ბუდობს ნაღვლიანი და ჩუმი ტკენა. 
არ გყვარებია, დამიჯერე, უვიცო ბავშვო, 
ნეტავი ერთხელ, ცრემლს თვალებზე რომ აღარ აშრობ, 
შეგემთხვეს ნამდვილ სიყვარულის შმაგი წამება, 
რომ ის შენს სისხლში დატრიალდეს შხამის ალებად, 
როცა უძილო ღამის შავმა, გრძელმა წუთება, 
ლოგინში ნელა გტანჯოს, მოგცეს გულის ხუთება. 
გენატროს ძილი და შებრალება, 
ვერც წამწამები შეკრან თვალებმა, 
ეხუტებოდე შენ ქვითინით მხურვალე საბანს, 
ცოფი გახმობდეს, უნაყოფო სურვილით ჯაბანს, 
გჯეროდეს: ვერც კი დაიკვეხებდა 
მისდამი ზიანს შენი გონება 
დაეცემოდა სატრფოს ფეხებთან 
და თვით ღმერთების გასაგონებლად, 
გაოგნებული, ფერწასული, აცახცახებით, 
რაც კი ძალა გაქვს დაიძახებდი: 
”მომეცით, ღემრთნო, დამიბრუნეთ საწყალი გონი, 
დამომაშორეთ ეს მაცდური სახის ჩვენება, 
დიდხანს მიყვარდა: დამიბურნეთ მე მოსვენება”. . .
მაგრამ ის სახე, სიყვარული ბნელ გულის მქონი, 
შენ შეგრჩებოდა მაინც მარად, როგორც ხსენება. 

 


1818