ამ წუთისოფლის უდაბურ და ტრიალ ტრამალში
ამოუხეთქავს სამს ძველთაგან სხვადასხვა წყაროს:
ერთს სიყმაწვილის წყარო ჰქვია - თამაშ-თამაშით
ჩამორბის თავქვე, მომშფოთვარებს, მოხტის და ჩქარობს,
კასტალის წყარო შთაგონების ზვირთებით ხვივის,
ამსოფლად იგი განდევნილს და ყარიბს მსახურობს,
მესამე წყარო - დავიწყების წყაროა ცივი,
იგი ჰკლავს წყურვილს, სხვაზე უკეთ ის დაგვარწყულებს.
1827