Litclub.ge

შვიდმაისი წვიმის შემდეგ
ხეს შერჩენია წვეთები წვიმის, 
უკვე მზის თვალი ბრიალებს ციდან, 
მზეს შესცქერიან წვეთნი ციმციმით. . .
ნეტავ ღრუბელი საით წავიდა? 

უცებ ამტყდარი თავგამეტებით, 
გრიგალი ფოთლებს ნამს მოაშორებს, 
ხე შირხევა, ცვივა წვეთები... 
და ხისქვეშ შემკრთალ ბალახს აჟრჟოლებს.

1944 წ. 
თვალადი.