ვიცი დამემდურები,
ვიცი გამიხელდები,
წაიკითხავს ამ ლექსებს,
უცებ ამიღელდები!
მე ტრფობა ვერ დავფარე
ვერც შენი და ვერც სხვისა,
რჩევა არ გამომადგა -
რჩევა ვინმემესხისა.
ვერა და ვერ დავფარე,
თუმც დამალვად მიღირდა -
ნაპარავი ქურანი
მუდამ ამიჭიხვინდა!
განა მე არ შემეძლო
მემალა და მეფარა,
ვინ შემომხვდა, ვინ დამწვა
გზაზე ვინ შემეყარა,
გულში ვინ გამიყარა
ულმობელი ლახვარი,
გზისპირს გადამეყარა
ყვავილები ახალი?!
. . . ის მკვდარია, რაც გულში
წლობით მინაქრულია,
თუ ნიავმც არ იცის -
ის რა სიყვარულია!
მშვენიერო სულისავ,
ნურაფრის გეშინია,
შენ გეკუთვნის ეს გული -
სიყვარულიც შენია!
1960 წ.