Litclub.ge

რუხის ციხესთან

ლეო ქიაჩელს



ყველა ციხეს აქვს წარწერა ძველი, 
ძველი სიგელი, ანდა გუჯარი, 
თავისი სახელი მოწმე და მცველი, 
ხელში ფარივით ჩანაბღუჯარი... 

აქვს მოგონება ბრძოლის და შეთქის, 
დაღვრილი სისხლის, მწველი იარის, 
ზოგს მოგონება გულ-მკერდით ეთქმის, 
ზოგს დღემდე ზურგში სჭირს ნატყვიარი. 

ბაგრატის ციხე გვემაყება
და შეუვალი ზღუდე უჯარმის, 
მათ დანახვაზე გული ლაღდება, 
ჩვენც მიგვიცია ლექსის გუჯარი! 

ერთგულ ციხეთ გვატკბობს ხსენება, 
მათ მშვიდი ძილით მისძინებიათ, 
ნაღალატევებს არ ესვენებათ, 
ჩვენსკენ დარცხვენით იმზირებიან.. 

ერთგულ ციხეთა გვატკბობს ხსენება, 
მათ მშვიდი ძილით მისძინებიათ, 
ნაღალატევებს არ ესვენებათ, 
ჩვენსკენ დარცხვენით იმზირებიან... 

ერთგულ ციხეთა გვატკბობს ხსენება, 
მათ მშვიდი ძილით მისძინებიათ, 
ნაღალატევებს არ ესვენებათ, 
ჩვენსკენ დარცხვენით იმზირებიან.. 

რადგან ძლიერი გამცემთა ზედა, 
მტერს რომ გარეკდა თავის ბუდიდან - 
ქარტლი, უამრავ ციხეთა დედა, 
ურჩ შვილებს ლახტით ჩამოუვლიდა... 

* * *

მივიდეთ, ვკითხოთ რუხის ციხესაც, 
იქნებ რა გვითხრას მისმა გუჯარმა. 
მისმა გუჯარმა - 
ბესიკის ლექსმა, 
კლდის სუროებში ჩანაბღუჯარმა! 

იქნებ გაგვიღოს ერთი სრკმელი, 
ან მოგონება გვანდოს უტკბესი, 
იქნებ თან გაჰყვა მისი სათქმელი
უცხო მხარეში დაკარგულ ბესიკს?!

სხვა ციხეებო, 
განზე გადექით, 
ყური დაუგდეთ მის საჩურჩულოს, 
გმირულ ყიჟინით და ზართა რეკით 
შეუმუსრია ვისაც ურჯულო..

განზე გადექით, 
და თუ არ გჯერათ, 
ჰკითხეთ ქვიტკირში ჩაწნულ სუროებს, 
რა ერგო თურქთა მრავალ მარჯვენას 
და ამ კედლებზე დარტყმულ უროებს! 

ჩვენ კი 
ავიდეთ მაღლა, 
სულ ზევით... 
სხვა საქართველოს ვინ გადახედავს? 
აგერ, არწივი მოფრინავს რწევით - 
სალამს გვიგზავნის ციხეთა დედა!

1955 წ.