Litclub.ge

ნუ სძრახავ
ანკარა წყარო, მდინარე წყნარად, 
შვილი ზურმუხტის და ლაჟვარდების, 
წვიმიან დარში მიდამოს ზარავს 
და აიმღვრევა თითქოს დარდებით... 

ყვავილი, ნაზი და უცოდველი, 
დილით თრთვილული უწმინდეს ნამით, 
ხვალ უნდა დაჭკნეს... 
მაგრამ ფოთლები? - 
მისი ფოთლეიც სავსეა შხამით! 

აკვანში ჩაკრულ ტიტინა ბალღსაც 
აიტანს ზოგჯერ ბოროტი ჟინი, 
თვალთა ლაჟვარდი ექცევა თალხად 
და სათამაშოს ამტვრევს ყიჟინით... 

მაშ რატომ სძრახავ გულმართალ მგოსანს, - 
ოდეს არ გიფენს ბილიკზე ვარდებს, 
მიაპყარ სმენა მოწყენის დროსაც, 
რომ სიხარული მისი გიყვრდეს!