Litclub.ge

ია-იები
ზაფხულში ასე -
ქარვისფერი ხვატის ხალიჩას,
შემოდგომაზე - სიფრიფანა, ჟღალი ფოთლების,
ზამთარში - თეთრი ნოსტალგიის
მახვედრებს ხიდი...
დღეს თვალი მომჭრა საფირონმა მერვე რიკულთან, -
შეყვარებულებს დაუფანტავთ ია-იები