მე ჩქარა წავალ... შენც გაიგე და აქვითინდი,
აცახცახებით შემოხედე ჩემს სულს მიწიდან,
შენც აქვითინდი, მეგობარო, გაფიცებ სინიდსს,
რომელიც მუდამ შენ გექნება თოვლივით წმინდა!...
შეხედე ზეცას, შეაშტერდი მთიების ელვას:
ეს მე ვარ... ეხლა შენ გიგონებ და შენ მინდები,
შენ ჩემს თვალებსი წაიკითხავს საშინელებას,
მაგრამ ძვირფასო, გევედრები ნუ შეშინდები!
გაფიცებ შენი სიყვარულის პირველ ხარებას,
გაფიცებ, ჩემი მოგონება ატარე ხშირად...
მაგრამ იცოდე, საშინელი ვით მწუხარება
ჩუმი და ცივი მე ვიქნები სამარეშაც!