Litclub.ge

ზღვის პირას
ის არ მოვიდა... დავჯექ ზღვის პირას. 
თურმე ამაოდმე მას ვუცდიდი: 
ჩემსავით ბნელში ჩამჯდარი მზირად, 
ბუჩქნარში წივის უცნობი ჩიტი... 

რას შემაწუხა ნეტავ ამ ჩიტმა? 
ზღვას ფარავს მისი უსაზღვრო ეშხი, 
ვით აბეზარი კვიმატი რითმა, 
კვნესის და ეძებს ტოლს სიბნელეში. 

იგიც, ბუდიდან აფრენის აქეთ, 
უხმობს, მოელის მხსნელს და მეგობარს; 
ზღვაო, მაშორე მის დიად ნაღველს, 
მე ჩემი მცირე სევდაც მეყოფა! 

1946წ.