საქართველოში ვინც კი გაბედავს:
კარგი შეაქოს, ავს უთხრას ცუდი -
მან დაულოცოს ალგეთელ დედას
ჩემი ნამუსის პატარა ქუდი!
ნუ დამივიწყებს... აქაც დ იქაც
დიდხანს სიცოცხლე გულით მინატროს,
გულით აჯახოს ჭიქა ჩემს ჭიქას,
კეთილი სიტყვით გზა გამინათოს.
ახსენოს ჩემი ქერა ულვაში,
ასე წმინდად რომ გადარჩენილა,
და თეთრი ჩოხა -
დროთა ბრუნვაში
წვეთი სისხლიც რომ არ მჩნევია.
ხელით კი არა, გულით ასწიოს,
ნუ დამივიწყებს, ოღონდ მახსენოს,
და თუ მტრის ტყვიამ წამომაქციოს
კეთილი სიტყვით წამომაყენოს!
1955 წ.