Litclub.ge

ხალხურ მოტივზე

ხალხურ მოტივზე

"წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა,

ალვის ხის ჩამონათალი",

რა ვქნა, კარგო, გული ისევ

შენი გულის მონად არი.

სულში ისევ ავდარია,

მითხარ, როდის მოვა დარი,

ვაი, წყალი მწყურებია,

შენი დოქით მონატანი.

ხან ტანჯვაა, ხან ამსოფლად

სიხარულიც ბლომად არი...

წყალო, შედექ და მითხარი,

საყვარლის შემონათვალი.

 

1975