Litclub.ge

ძველ სურათებს, ძველ ფოტოებს...

ძველ სურათებს, ძველ ფოტოებს
გადავხედავ ჩუმი სევდით,
იმ დღეებმა მიმატოვეს,
მაგრამ, აი, ისევ შევხვდი.

მე და იმ ჩემს სიყმაწვილეს
მოგვეწონა ერთმანეთი,
სიყმაწვილე მიმაცილებს,
სიყმაწვილეს შევაბერდი.



1994