იგლოვდა წარსულს გულდამწვარი, შეწუხებული,
და ვითცხვრისფარა, უპატრონოდმიტოვებული,
ეჩეხებოდა კლდესადაღრეს, გზადაბნეული,
მამულის შვილნი კი «ლოთებო ნეტავი ჩვენა»,
7გაიძახოდნენ, «მოგვეცაოდღეს შვება-ლხენა»
და არნაღვლობდენ არც სამშობლოსაოხრებულსა,
არც ერს მწუხარეს, ცხარის ცრემლითატირებულსა, _
მაშინ გაისმა შენი მწარე კვნესა-ტირილი,
გრძნობითაღვსილი, ნაღვლიანი ოხვრა-ჩივილი!
შენდასტიროდი «ბედსა ქართლისას»,
გულგატეხილის მეფისრჩეულსა:
შენდასტიროდი «ტაძარსა წმინდას,
უდაბნოდმდგარსა, გაუქმებულსა»,
შენდასტიროდი «ცხოვრებასფუჭსა»,
«ამაოებას წუთისსოფლისას»,
«სუმბულს, მოკლებულსსამშობლოს გულსა»,
და «მარტოობას, სულის ობლისას!»