Litclub.ge

შენმა თვალებმა უნდა იდარონ...

შენმა თვალებმა უნდა იდარონ,
მთების სურნელის თმებით მზიდავო,
ვით ყმაწვილობის ლურჯი მიდამო,
თავის მზეებით, თავის ავდრებით,
სულ მენატრები და მედარდები.




1999