Litclub.ge

შენ წევხარ ახლა, შენ კარგად ვერ ხარ...

შენ წევხარ ახლა, შენ კარგად ვერ ხარ,
ყურში წივიან მწარე წუთები,
გვიახლოვდება, მე ვხედავ ახლა,
წუთები ბევრად უფრო ცუდები.
გულგაციებულ ამდენ განდგომებს
შემოაქვთ ბინდი, შენ იხუთები,
ზოგჯერ სიკვდილსაც კი მოგანდომებს
წუთები ბევრად უფრო ცუდები.



1995