Litclub.ge

ჩ ე მ ი ტ ა ძ ა რ ი
ოცნებითშექმნილს, დიდებულსა, ჩემსა ტაძარსა, 
ცის კამარაში, ღრუბლებსზევით, მარტოკა მდგარს, 
ვერა ტაძარი, ქვეყნიური ვერშეედრება, _ 
აუწერელი არისმისი მშვენიერება! 
იგიტაძარი მხოლოდჩემი სალოცავია; 
სხვისთვის, ყველასთვის მიუწვდომელ-უხილავია; 
ოთხი ხატი მყავს იმტაძარში, მათვსწირავ მსხვერპლსა: 
ჩემ გულწრფელგრძნობას, მწვავეფიქრებსდა წმინდა ცრემლსა! 
ერთია კლდეზემიჯაჭვულის პრომეთეოსის, 
საზარი ძერა გამუდმებითგულსრომუკორტნის... 
მეორეჯვარზემილურსმულის იესოსია, 
ეკლის გვირგვინითბრბოსრომ შუბლი შეუმოსია... 
3მესამე არის ჩემ სამშობლო საქართველოსი, 
ერთდროს ძლიერის, დღესუძლურისდა საბრალოსი, 
უმწედრომ გდია, დაჩაგრული, ღონემიხდილი, 
და შველის ნაცვლადღუპავსთვითონმისივე შვილი, 
და მეოთხეა მშობლიურის პოეზიისა, 
ერთის მხრივსახითდიდებულისრუსთაველისა
და მეორესმხრივ _ საყვარელის ბარათაშვილის, 
ბედითრჩეულისდა ბედითვე მწარედდასჯილის!.. 
ოცნებითშექმნილჩემი ტაძრის მშვენიერება
ენითარითქმისდა არც კალმითაიწერება! 
ოთხი მტერი მყავს იმ ტაძარში, მათვსწირავმსხვერპლსა: 
ჩემ გულწრფელგრძნობას, მწვავეფიქრებსდა წმინდა ცრემლსა!.. 
1908 წ.