Litclub.ge

შენ გენაცვალე, გაზაფხულო...

ჭაბუა ამირეჯიბს, 
რეზო მიშველაძეს


შენ გენაცვალე, გაზაფხულო,
შენს მოსვლას ვლოცავ,
გთხოვ, მოურჩინო გული მამულს
ნამუსრს და მომწვარს.
გთხოვ, შეარიგო შურ-ბოღმებით
შებმული ძმები,
ამოიყვანე ყვავილებად
დაღუპულთ ძვლები,
ძველ მიწას _ ჩვენსას,
ამდენ სისხლით და ცრემლით ნარწყავს,
ფესვი და თესლი მომშივნია
მიეცი, რაც გაქვს,
მოწყალების დავ, _ გაზაფხულო,
იყავ მედეა,
ჰკურნე ბალახით, _
მიწა შენი მოიმედეა.



1994