Litclub.ge

ღამით რაღამ გადარია...
ღამით რაღამ გადარია, _
ასე რატომ მიმატოვა?
გარეთ, თუმცა, მართალია,
ავდარია, _ თოვა, თოვა.

ერთადერთი ერთგულება
ღუმელშია, _ შეშის გლოვა,
ცეცხლმა თავის ნაფიქრალი
საკვამურით გააბოლა.

ვიცი, აღარავინ მოვა,
გვიანია, ძილის დროა,
გულმა გული მოინდომა,
მე ვკითხულობ მანის რომანს...